Sunday, September 13, 2015

საგანმანათლებლო პროექტის გეგმა

სახელი და გვარი:   ნანა შუქურაშვილი
რეგიონი:                    კახეთი
ქალაქი/სოფელი:      ახმეტის მუნიციპალიტეტი,სოფ. ქისტაური
სკოლა:                        ქისტაურის საჯარო სკოლა
საგანი:                         ქართული ენა და ლიტერატურა

დრო:                            2015 წლის დეკემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე
პროექტის სახელწოდება:უხმო ნაბიჯებით მუზების საუფლოში
პროექტის იდეა:        კარს მიღმა შექმნილი საუნჯის გამომზეურება ფართო საზოგადოებისთვის, უფროსი ადამიანებისადმი კრძალვის ,სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა.
პროექტის აქტუალობა:  ''მამათა და შვილთა'' ღირებულებების შეფასება და დღევანდელობასთან დაკავშირება. ახალგაზრდებში ეთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები განვითარება და ცხოვრებაში გამოყენება.
პროექტის მიზნები:

  • ჩვენი სოფლის მკვიდრის,ქალბატონ  დოდო ლილოვლიშვილ-კვიცაშვილის     შემოქმედების გასაჯაროება.
  • მოძიებული მასალის დამუშავება,დახარისხება და                გაანალიზება,საკონფერენციო თემის მომზადება.

  • ლექსების მხატვრულად დამუშავება,ლიტერატურული საღამოს ჩატარება.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევის განვითარება.
  • იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით.

სტანდარდები და ინდიკატორები:
ქართ. X .3. აუდიტორიი წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაცია, ეფექტიანობის გასაძლიერებელი ფორმების გამოყენება.
ქართ.10.11. მოწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადახვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისთვის.
ქართ.11.4. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერი ორგანიზებისთვის.
ა) წერილობითი ტექსტის შესაქმნელად წინაწარ მოიპოვებს მასალას.
ბ) იყენებს ჩანაწერებს და სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ახარისხებს დ

ა თანმიმდევრობით ალაგებს.
ქართ.11.12  მოწავლე შეუძლია სხვადასხვა ხასიათის არამხატვრული  ტექსტის შეთხზვა.
ა) წერს ჩატარებულ სამუშაოს (პროექტს,ღონონისძიებას, პრეზენტაციას) ანგარიშს.
ქართ.12.1. მოწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
სწავლისა და გამოგონების უნარ-ჩვევა (შემოქმედებითობა).
შემოქმედებითი იდეების პრაქტიკულად გამოცდა ინოვაციურ სფეროში მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა.
ა) საღი მსჯელობა და აღქმა:
ბ) კომუნიკაცია და თანამშრომლობა
სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:
ა) პროდუქტიულობა
ბ) ანგარიშვალდებულება
მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი
ხანგრძლივობა:2015 წლის დეკემბერი-2015 წლის თებერვალი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:
კონფერენციისთვის თემის დამუშავება,ლიტერატურის საღამოს ჩატარება
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
საკომუნიკაციო ტექნიკური საშუალებები: კომპიუტერი, პრინტერი, ვიდეო-კამერა
სხვა რესურსები: მოწავლეები, მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები,ბიბლიოთეკა.
პროექტის მსვლელობა:
პროექტი შედგება ორი ნაწილისაგან:
პირველი ნაწილი:
ა)კომუნიკაცია თემთან სოფელში შემოქმედ ადამიანებზე ინფორმაციის მოძიების თაობაზე
ბ) რესპოდენტთან შეხვერა და ინტერიუს აღება
გ) ჩანაწერების დახარირისხება საკონფერენციო თემისათვის
დ) თემის რედაქტირება
ე) თემის წარდგენა მოსწავლეთა 69-ე სასწავლო კონფერენციაზე
მეორე ნაწილი:
ა) ლექსების ავტორთან შეხვედრა
ბ) ლექსების ერთად განხილვა-ანალიზი
გ)მოსწავლეები თავად ირჩევენ მათთვის საინტერესო ლექსებს
დ) ლექსების მხატვრულად დამუშავება
ე) ბიბლიოთეკის მომზადება ღონიძიებისთვის
ვ) რესურსების მომარაგება
თ) ღონისძიების ჩატარება
ი) ვიდეო-მასალის მომზადება
კ) შედეგების შეჯამება-შეფასება(განმავითარებელი შეფასება, ზეპირი მეტყველების შეფასების რუბრიკა)
შეფასების დროის ჩარჩო

                  დროში გაწერილი შეფასების გეგმა


პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
პროექტზე მუშაობის პროცესში
პროექტზე მუშაობის დასასრული
პროექტის გეგმა:        

 ინსტრუმენტი
 ჩეკლისტები            
 მინიშნებები                        ფორმები
არაფორმალური             ჩანიშვნები
დაკვირვება,  

ინსტრუმენტი:
შეგროვებული
შემთხვევების                 ინდივიდუალური
ჩანაწერები                      
პროდუქტები  

ინსტრუმენტი:
რუბრიკები                           განმავითარებელი
შეფასება


პროექტის ხელმძღვანელი :    ნანა შუქურაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanashuqurashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nanagio-intel20015blogspot.com








პროექტის რეფლექსია



     ჩვენი პროექტის მიზანი შემოქმედებითი უნარების განვითარება და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მატარებელი პიროვნების ჩამოყალიბება იყო.
აქედან გამომდინარე, ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მხვდება, მოითხოვდა აქტივობების შერჩევას და იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტს დააკმაყოფილებს. რის გამოც, ავირჩიეთ შემოქმედებითი პროექტი თემაზე: " უხმო ნაბიჯებით მუზების საუფლოში", რომელიც ჩვენი სოფლის მკვიდრის, 80 წლის ქალბატონის დოდო ლილოვლიშვილ-კვიცაშვილის შემოქმედების მიხედვით შევქმენით.
პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება, პირველი ნაწილის ძირითადი სამუშაო საკონფერენციო თემის მომზადება იყო (აღნიშნულმა თემამ მოსწავლეთა 69-ე კონფერენციაზე მეორე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა).
რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს უკვე პროექტის გაგრძელებაა შესაბამისი აქტივობებით და საბოლოო პროდუქტი-ლიტერატურული საღამო.
     პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი,კრიტიკული, ანალიტიკური, კომუნიკაციის,ზეპირი პრეზენტაციის, ურთიერთთანამშრომლობისა და ტექნიკური საშუალებების ფლობის უნარ-ჩვევები.
პროექტს ჰქონდა სუსტი მხარეები., იყო ტექნიკურად დასახვეწი,აგრეთვე, მოსწავლეებს ჰქონდათ ზეპირმეტყველებაში უმნიშვნელო დეფექტები.
    კარგი იქნებოდა, სხვა სკოლებიდან კოლეგების მოწვევა,შეფასებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პროექტზე მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა, დამანახა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ნაკლოვანებები და ამიმაღლა მოტივაცია შემდგომი მუშაობისათვის.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის!





Saturday, June 27, 2015

მეცხრე დღის  რეფლექსია

ტრენინგების მე-9 დღე  ყველაზე საინტეროსო ოყო. ამ დღეს მთლიანად შევაჯამეთ ჩ ვენი მუშაობა. წარმოვადგინეთ პრეზენტაციები,გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები,   დიდი მადლობა ქალბატონ ლალის!

Wednesday, June 24, 2015

მე-8 დღეს ვიმუშავეთ დიფერინცირებულ  სწავლებაზე ,გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს.მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო ,ავტვირთეთ გუგლდრაივში და განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე.

Tuesday, June 23, 2015

ტრენინგის მე-7 დღე მეტად საინტერესოდ წარიმართა, ვიმუშავეთ შეფასების რუბლიკაზე ,რომელიც მოვარგეთ მოსწავლის პრეზენტაციას და დავიწყეთ  მუშაობა პროექტის მიმდინარეობის პროცედურაზე,
დიდი მადლობა!

Sunday, June 21, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია


ეს დღე ყველაზე დატვირთული და საინტერესო იყო,ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნა და ბლოგზე განთავსება,ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე,ტრენერმა მოგვცა მითითებები , თუ როგორ ვიმუშაოთ მოსწავლის ნამუშევარზე. დიდი მადლობა ქალბატონ ლალის!

პორტფოლიოს პრეზენტაცია