Sunday, September 13, 2015

საგანმანათლებლო პროექტის გეგმა

სახელი და გვარი:   ნანა შუქურაშვილი
რეგიონი:                    კახეთი
ქალაქი/სოფელი:      ახმეტის მუნიციპალიტეტი,სოფ. ქისტაური
სკოლა:                        ქისტაურის საჯარო სკოლა
საგანი:                         ქართული ენა და ლიტერატურა

დრო:                            2015 წლის დეკემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე
პროექტის სახელწოდება:უხმო ნაბიჯებით მუზების საუფლოში
პროექტის იდეა:        კარს მიღმა შექმნილი საუნჯის გამომზეურება ფართო საზოგადოებისთვის, უფროსი ადამიანებისადმი კრძალვის ,სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა.
პროექტის აქტუალობა:  ''მამათა და შვილთა'' ღირებულებების შეფასება და დღევანდელობასთან დაკავშირება. ახალგაზრდებში ეთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები განვითარება და ცხოვრებაში გამოყენება.
პროექტის მიზნები:

  • ჩვენი სოფლის მკვიდრის,ქალბატონ  დოდო ლილოვლიშვილ-კვიცაშვილის     შემოქმედების გასაჯაროება.
  • მოძიებული მასალის დამუშავება,დახარისხება და                გაანალიზება,საკონფერენციო თემის მომზადება.

  • ლექსების მხატვრულად დამუშავება,ლიტერატურული საღამოს ჩატარება.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევის განვითარება.
  • იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით.

სტანდარდები და ინდიკატორები:
ქართ. X .3. აუდიტორიი წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაცია, ეფექტიანობის გასაძლიერებელი ფორმების გამოყენება.
ქართ.10.11. მოწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადახვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისთვის.
ქართ.11.4. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერი ორგანიზებისთვის.
ა) წერილობითი ტექსტის შესაქმნელად წინაწარ მოიპოვებს მასალას.
ბ) იყენებს ჩანაწერებს და სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ახარისხებს დ

ა თანმიმდევრობით ალაგებს.
ქართ.11.12  მოწავლე შეუძლია სხვადასხვა ხასიათის არამხატვრული  ტექსტის შეთხზვა.
ა) წერს ჩატარებულ სამუშაოს (პროექტს,ღონონისძიებას, პრეზენტაციას) ანგარიშს.
ქართ.12.1. მოწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
სწავლისა და გამოგონების უნარ-ჩვევა (შემოქმედებითობა).
შემოქმედებითი იდეების პრაქტიკულად გამოცდა ინოვაციურ სფეროში მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა.
ა) საღი მსჯელობა და აღქმა:
ბ) კომუნიკაცია და თანამშრომლობა
სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:
ა) პროდუქტიულობა
ბ) ანგარიშვალდებულება
მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი
ხანგრძლივობა:2015 წლის დეკემბერი-2015 წლის თებერვალი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:
კონფერენციისთვის თემის დამუშავება,ლიტერატურის საღამოს ჩატარება
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
საკომუნიკაციო ტექნიკური საშუალებები: კომპიუტერი, პრინტერი, ვიდეო-კამერა
სხვა რესურსები: მოწავლეები, მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები,ბიბლიოთეკა.
პროექტის მსვლელობა:
პროექტი შედგება ორი ნაწილისაგან:
პირველი ნაწილი:
ა)კომუნიკაცია თემთან სოფელში შემოქმედ ადამიანებზე ინფორმაციის მოძიების თაობაზე
ბ) რესპოდენტთან შეხვერა და ინტერიუს აღება
გ) ჩანაწერების დახარირისხება საკონფერენციო თემისათვის
დ) თემის რედაქტირება
ე) თემის წარდგენა მოსწავლეთა 69-ე სასწავლო კონფერენციაზე
მეორე ნაწილი:
ა) ლექსების ავტორთან შეხვედრა
ბ) ლექსების ერთად განხილვა-ანალიზი
გ)მოსწავლეები თავად ირჩევენ მათთვის საინტერესო ლექსებს
დ) ლექსების მხატვრულად დამუშავება
ე) ბიბლიოთეკის მომზადება ღონიძიებისთვის
ვ) რესურსების მომარაგება
თ) ღონისძიების ჩატარება
ი) ვიდეო-მასალის მომზადება
კ) შედეგების შეჯამება-შეფასება(განმავითარებელი შეფასება, ზეპირი მეტყველების შეფასების რუბრიკა)
შეფასების დროის ჩარჩო

                  დროში გაწერილი შეფასების გეგმა


პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
პროექტზე მუშაობის პროცესში
პროექტზე მუშაობის დასასრული
პროექტის გეგმა:        

 ინსტრუმენტი
 ჩეკლისტები            
 მინიშნებები                        ფორმები
არაფორმალური             ჩანიშვნები
დაკვირვება,  

ინსტრუმენტი:
შეგროვებული
შემთხვევების                 ინდივიდუალური
ჩანაწერები                      
პროდუქტები  

ინსტრუმენტი:
რუბრიკები                           განმავითარებელი
შეფასება


პროექტის ხელმძღვანელი :    ნანა შუქურაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanashuqurashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nanagio-intel20015blogspot.com








პროექტის რეფლექსია



     ჩვენი პროექტის მიზანი შემოქმედებითი უნარების განვითარება და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მატარებელი პიროვნების ჩამოყალიბება იყო.
აქედან გამომდინარე, ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მხვდება, მოითხოვდა აქტივობების შერჩევას და იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტს დააკმაყოფილებს. რის გამოც, ავირჩიეთ შემოქმედებითი პროექტი თემაზე: " უხმო ნაბიჯებით მუზების საუფლოში", რომელიც ჩვენი სოფლის მკვიდრის, 80 წლის ქალბატონის დოდო ლილოვლიშვილ-კვიცაშვილის შემოქმედების მიხედვით შევქმენით.
პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება, პირველი ნაწილის ძირითადი სამუშაო საკონფერენციო თემის მომზადება იყო (აღნიშნულმა თემამ მოსწავლეთა 69-ე კონფერენციაზე მეორე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა).
რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს უკვე პროექტის გაგრძელებაა შესაბამისი აქტივობებით და საბოლოო პროდუქტი-ლიტერატურული საღამო.
     პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი,კრიტიკული, ანალიტიკური, კომუნიკაციის,ზეპირი პრეზენტაციის, ურთიერთთანამშრომლობისა და ტექნიკური საშუალებების ფლობის უნარ-ჩვევები.
პროექტს ჰქონდა სუსტი მხარეები., იყო ტექნიკურად დასახვეწი,აგრეთვე, მოსწავლეებს ჰქონდათ ზეპირმეტყველებაში უმნიშვნელო დეფექტები.
    კარგი იქნებოდა, სხვა სკოლებიდან კოლეგების მოწვევა,შეფასებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პროექტზე მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა, დამანახა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ნაკლოვანებები და ამიმაღლა მოტივაცია შემდგომი მუშაობისათვის.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის!





Saturday, June 27, 2015

მეცხრე დღის  რეფლექსია

ტრენინგების მე-9 დღე  ყველაზე საინტეროსო ოყო. ამ დღეს მთლიანად შევაჯამეთ ჩ ვენი მუშაობა. წარმოვადგინეთ პრეზენტაციები,გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები,   დიდი მადლობა ქალბატონ ლალის!

Wednesday, June 24, 2015

მე-8 დღეს ვიმუშავეთ დიფერინცირებულ  სწავლებაზე ,გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს.მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო ,ავტვირთეთ გუგლდრაივში და განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე.

Tuesday, June 23, 2015

ტრენინგის მე-7 დღე მეტად საინტერესოდ წარიმართა, ვიმუშავეთ შეფასების რუბლიკაზე ,რომელიც მოვარგეთ მოსწავლის პრეზენტაციას და დავიწყეთ  მუშაობა პროექტის მიმდინარეობის პროცედურაზე,
დიდი მადლობა!

Sunday, June 21, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია


ეს დღე ყველაზე დატვირთული და საინტერესო იყო,ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნა და ბლოგზე განთავსება,ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე,ტრენერმა მოგვცა მითითებები , თუ როგორ ვიმუშაოთ მოსწავლის ნამუშევარზე. დიდი მადლობა ქალბატონ ლალის!

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Tuesday, June 16, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია


ეს დღე საინტერესოდ წარიმართა,ვიმუშავეთ პროექტის საკვანძო კითხვების ჩამოყალიბებაზე. თითოეულმა ჩვენგანმა   მოვარგეთ ჩვენი პროექტის იდეას ეს კითხვები და განვათავსეთ საკუთარ ბლოგზე.

Sunday, June 14, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

,მეხუთე დღეს ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე,რომელიც ძალიან      მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. უფრო სრულოყოფილად გავეცანი პროექტის კომპონენტებსვისწავლეთ თითოეულ მათგანზე სრულყოფილად მუშაობა, ამიმაღლდა მოტივაცია პროექტზე მუშაობისა.საინტერესო იყო აგრეთვე გუგლდრაივში დოკუმენტის შექმნა და შენახვა.


.,

Saturday, June 13, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები

ზოგადი შეკითხვა

არის თუ არა კაცთმოყვარეობა ეპოქათა აქტუალური ღირებულება?


თემატური შეკითხვა

1არიან თუ არა ალუდა  და ჯოყოლა ზნეობრივი გმირები;


რამ გამოიწვია ვაჟა-ფშაველას ;ალუდა ქეთელაურის'" მთავარი გმირის სულიერი მეტამორფოზა?

რისთვის იბრძვიან და რას ეწირებიან  ვაჟა-ფშაველას გმირები-ალუდა,ჯოყოლა,ზვიადაური, აღაზა.

ვაჟა-ფშაველას ზოგადსაკაცობრიო იდეალები კიდევ რომელ ქართველ მწერალთა შემოქმედებაში აისახებ


როგორ ეხმიანებიან ვაჟას გმირები 21-ე საუკუნის ზნეობრივ იდეალებს.

შინაარსობლივი კითხვები:

რით განსხვავდება ვაჟკაცური რჯული ტრადიციული რჯულისაგან პოემა ':ალუდა ქეთელაურის: მიხედვით?

ვაჟა-ფშაველას სტუმარ-მასპინძელში" რა უთხრა ჯოყოლამ ცოლს უცხოსთვის ცრემლის დაღვრის გამო?

ილია ჭავჭავაძის   რომელი ლექსიდან არის  სიტყვები:  "სიკეთით სძლიე შენს მტერსა ,ერიდე სისხლით ზღვევასა...."



როგორ გესმის'" კაცთმოყვარეობა?"




Tuesday, June 9, 2015

სტანდარტები და ინდიკატორები




ქართული 11.1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენებების წარმოდგენა კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

მკაფიოდ,ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემების განმსაზღბრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებებს,

საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებიდან, ლიტერატურის კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურს[ფაქტებს,ფრაგმენტებს ინტერვიუდან,სტატისტიკურ მონაზემებს,ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას] ხელს უწყობს იდეის გამოკვეთას.

იყენებს სხვადასხვა სახის საორგანიზაციო მოდელებს[შედარება-შეპირისპირებას,მიზეზ-შედეგობრიობას, პრობლემასა და მის გადაწყვეტას]





11.5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის ,თემების, იდეების  და პრობლემატიკის თვალსაზრისით.



მსჯელობს იმაზე თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს,იდეებს,პრობლემატიკას დაინფორმაციის სპეციკურობას.


აანალიზებს ერთი ეპოქის ტექსტებში ასახულ პრობლემებს, თემებს,იდეებს მსგავსება-განსხვავების თვალსაზრისით.

ადარებს ერთი დაიმავე თემების ,იდეების,პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე,

 11.7.მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი ფუნქციონერების თვალსაზრისით.

მსჯელობს მხატვრულ ტექსტში შინაარსის გადმოცემის სხვადასხვა ენობრივ და მხატვრულ საშუალებებზე.


11.13.მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებები სხვადასხვა ტექსტის შესაქმნელად.




       











Monday, June 8, 2015

პროექტის მიზნები და ამოცანები


მოსწავლეებმა გაიაზრონ კაცთმოყვარეობა, ტორელანტობა,როგორც უმაღლესი ადამიანური ღირებულება .
ამოიცნონ და შეაფასონ თანამედროვეობის გამოძახილი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.
პარალელი გაავლონ და შეაფასონ სხვადასხვა ეპოქის ფასეულებები ამ კუთხით.
მოსწავლეებმა გამოიკვლიონ საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვა ფორმით.[სოციალური ქსელით.საზოგადოების გამოკითხვა ინტერაქტივით,დისკუსია თემაზე:მიგაჩნიათ თუ არა კაცთმოყვარეობა ჰუმანიზმის მნიშვნელოვან გამოვლინებად?

Sunday, May 31, 2015

მესამე დღის რეფლექსია

მუშაობის მესამე დღე  იყო მეტად საინტერესო,  დავიწყეთ მასწავლებლის პორტფოლიოს  შექმნა, რაც  ძალიან სახალისო იყო. დიდი მადლობა ქალბატონ ლალის!

Saturday, May 30, 2015

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე  იყო  საინტერესო, ვისწავლეთიდეების განთავსება ბლოგებზე,ვისწავლეთ ბროშურის შაბლონი და მივიგეთ დავალება  ბროშურის შინაარსის შესახებ

ჩემი პროექტის იდეა

კაცთმოყვარეობა ყველა დროის გამოწვევა. მოსწავლეები სიღმისეულად გაეცნობიან  ვაჟა ფშაველას პოემების მიხედვით კაცთმოყვარეობასა და ჰუმანიზმს.  იმსჯელებენ ადამიანთა სულიერ ფასეულობებზე, ჩამოაყალიბებენ საკუთარ დამოკიდებულებას  და გამოიტანენ ადეკვატურ დასკვნებს. ჩაატარებენ ინტერაქტიურ გამოკითხვას სოციალური ქსელის საშუალებით ,შეადარებენ სხვადასხვა ეპოქათა ფასეულობებს